changes…

გუშინ აღსარება ჩავაბარე…

პირველად….

ხო რა იყო აღასარება ჩავაბარე…
მარა არანაირი განსხვავება არ მიგრძვნია გუშინდელსა და დღევანდელ დღეს შორის…ისევ ისეთი უაზრო ცარიელი თავი,ისევ გაუპარსავი წვერი და ეროტიული სურათები…
ეგ კიარა რა მაინტერესებდა…აი ყველა მეუბნებოდა რო პირვლი აღსარებისას მუხლების კანკალით მივედიო მღვდელთანო,რო ვლაპარაკობდი ენა მებმოდაო…გაოგნებული გამოვედიო იქიდანო…თითქოს ტვირთი მომეხსნაო და მოკლედ მთელი ამბავი…
მე რატო არ დამემართა არაფერი ეგეთი? მივედი,დამელაპარაკა(მაგარი კაცი იყო:D ერთი ორი უაზრო ცოდვა რო ჩAმოვუთვალე სპროტსმენობის და მუსიკანობის პონტში ეგო რა ცოდვაა თუ ძმა ხარ ეგ აღარ მითხრა მეორეჯერო) ძაან საკაიფოდ,მტარვალივით მწველი თვალებით არ მიყურებდა და მოკლედ…ჯიგრული იყო რა ყველაფერი…მარა აი ის ყველაფერი არ მიგრძვნია რასაც ხალხი ამობობს რო ასეო და ისეო…არის აღსრულდა ოცნებაო…
და რატო ვერ ავიგე?

ერთი ორმა მითხრა ალბათ გულწრფელად არ ნანობდი მაგ ცოდვებსო..და პრინციპში მართალიცაა…ყველაფერი ჩამოვწერე რაც გაკეთებული მქონდა მარა სინანული არ მქონდა…ჰოდა ეტყობა მაგის ბრალია რო პროჭის კანკალი არ მჭირდა.
სამაგიეროდ სახლში რო მოვედი ვაშლი ვაღებინე…
მოკლედ…
ცვლილებებზე მინდოდა ლაპარაკი…ჰოდა ცვლილება ისაა რომ…მარხვას ვიწყებ,ოღონდ შიძლება ძაან მძიმედ არ მომთხოვონ…მაინც ვნახავთ ჯერ რისი თავი გაქო…
და ნელ ნელა დაიწყეო მერე…

ჰოდა მთავარი არ მითქვია…
ერთიორმა მეგობარმა მითხრა როიცვლებიო…ისეთი აღარ ხარო…

ერთმა მითხრა უფრო სერიოზულდებიო და მევასებაო…მეორემ სწორ გზას ადგახარო…

მე ვკითხე ცუდ გზას როდის ვადექი მეთქი და არა ცუდს არ ადექიო ისეო…პროსტა რავი რაღAც შეიცვალა შენში და მომწონსო ეგო…
მოკლედ მასეთი ბაზარი წავიდა რა…
ჰოდა…
საქმე რაშია…მე ვერავითარ სხვაობას ვერ ვამჩნევ საკუთარ თავში…უფრო სწორედ ვამჩნევ რაღაც რაღაცეებს მარა ისეთს სერიოზულს არაფერს…
ყველაფფერს ჩემი ფეხის მოტეხვას ვაბრალებ,იმას რო უფრო დინჯი გავხდი,აღარ ვცქმუტავ…მაგრამ ვიცირო ეს ფეხი საბოლოოდ რო ჩამიდგება ფორმაში ისევ ის ვიქნები ხუჭუჭა პატრა(არადა 25 იანვრიდან 18 თებერვლადმე ერთი სანტიმეტრი მოვიმატე ასე რო გავაგრძელო სახლში ფანჯრიდან შევლ(კეეეეეეეე))…
ანუ ისევ ისე ვიყლეპროჭავებ რა…
ნუ ცოტა ისიც მგონია რო ცოტა მართლაც და დავწყნარდები მარა ყოველშემთხვევაში სურვილი მაქ რო ისევ ის ვიყორაც ვიყავიყოველთვის და იმ ჩემ მეგობრებასც ეგ ვუთხარი რო მე არასოდეს შევიცვლები მეთქი…

ჰოდა იმ მეორე მეგობარმა არ შეიცვლები და ძაანაც კაი რაც ხარ ისედაც კაი როჟა ხარო და ეგ გამიხრდა ძაან…
მართლა ძააან გამიხარდა…

ეგ იყოდა ეგ…

~ by kargistraki on February 22, 2009.

6 Responses to “changes…”

  1. ჩემი ერთადერთი და ამ დროისთვის ჯერ–ჯერობით უკანასკნელი აღსარება რომ მახსენდება, ძალიან გამიჭირდა. ტირილი დავიწყე. მას მერე არ მივსულვარ მოძღვართან და არ მიმარხულია, მიჭირს და იმიტომ. მორალურად არ ვარ მზად ამისთვის და სიაფანდობაზე მარხვა არ მინდა. ან ყველაფერი, ან არაფერი.

    კარგია თუ სერიოზულდები, უფრო ჭკვიანი იქნები.

  2. ეს მუხლების და სხვა რაღაცეების კანკალი, შვება, მხრებიდან ტვირთის გადაგდება უბრალოდ რეკლამაა ჩემი მოკლე ჭკუით :) ))
    ნუ ძალიან ძალიან მოკლე ჭკუით :D
    ძალიან სერიოზული ვუდუ არ ასწორებს. როგორიც იყო ის არის იდეალური და ჩემი აზრით არ შეგცვლის ეგ მარხვები და აჯიმანიები…
    წარმატებას გისურვებ ისე სულიერი ცხოვრების გადასხვაფერება დაგიწყია… თუ რამეს მიაგნებ მეც გამაგებინე იქნებ რამე მეშველოს.. აბა შენ იცი.. :>

  3. კაია ეგ ნონიშ <3
    მარამ მე ვერ ვუმუღამებ აღსარებებს : შ
    ვწერ წვრილმან ცოდვებს და ვაძლევ მღვდელს
    ის კითხულობს, კუჭავს, შეგინდოსო და მიშვებს :/
    მარხვა კიდე ზალიან არ
    სუსტი ნებისტოFა მაქვს :|

  4. მე გეტოყოდი
    რომ შენი აღსარება ალბათ ძაან მექანიკური იყო…
    უბრალოდ ჩამოწერილი..
    რაც ჩამოწრე იქიდან ალბათ ძალიან არ გაწუხებდა და ძილს არ ფგიფრთხობდა.. თორე დამიჯერე მუხლების კანკალზე უარესი დაგემართებოდა პირველ ჯერზე.. შენი აღსარება ალბათ აღსაება კიარა ვალდებულბა იყო..

  5. ალბათ დაახლოებით ასეთი რაღაცაა:
    მსუბუქი ტვირთი რომ გიჭირავს და მოიშორებ, ეგ დიდი შვება რაა, თითქმის შეუმჩნეველია..
    რამე მძიმეს რომ მოიშორებ, ეგაა შვება და თავისუფლების შეგრძნება.
    ალბათ აღსარებაც ეგრეა, ძალიან მტანჯველ და სინდისის შემაწუხებელ ცოდვას რომ მოიშორებ და მოინანიებ, მაშინ დაფრინავ შვებამოგვრილი ღრუბლებში :D
    წვრილმანი ცოდვების ჩაბარებისას კი ისეთს არაფერს გრძნობ.
    მესმის შენი, მეც ეგრე ვიყავი/ვარ :)

  6. ”დიდ ოპტინელ ბერ მამა მაკარისთან ორი ქალი მივიდა. ერთს დიდი ცოდვა აწუხებდა, უფორიაქებდა სულს და ამიტომაც მეტად დათრგუნული იყო იმის გამო, მეორე კი ხალისიანად გამოიყურებოდა, რადგან რაიმე მძიმე ცოდვას ვერ ხედავდა თავისთან. მამა ამბროსიმ ორივეს მოუსმინა და მდინარის ნაპირას გაუშვა. ერთს დაავალა ყველაზე დიდი ქვა მოეტანა იქიდან, რის ზიდვასაც შეძლებდა, ხოლო მეორეს კი უბრძანა კაბის კალთის ქვეშ პატარა ქვები მოეგროვებინა და ისე მისულიყო მასთან. როცა მათ დავალება შეასრულეს, ბერმა ისევ უკან გაუშვა და მოტანილი ქვების თავთავიანთ ადგილას დაწყობა მოსთხოვა. პირველმა ადვილად მოახერხა ეს, რადგან ერთი ქვა ჰქონდა დასადები, მეორემ კი ვერ შეძლო იგი, ყველა იმ ადგილის გახსენება, სადაც კი ჰქონდა პატარა ქვები მოგროვილი.”

    ასე რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივია :) ) თუ უფრო მეტი გაინტერესებს აღსარების საიდუმლო შესახებ, ეს ლინკი ნახე: http://faith.ge/index.php?newsid=139

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.