“შეუცნობელია გზანი უფილსანი…”
რა შუაში იყო…
მართლა რა შუაში იყო…
ლოგინზე ვიწექი გვერდულად,სიგარეტს ვაბოლებდი და ფანჯარაში ვიხედებედი…ცა ჩანდა მარტო..დიდი და ლურჯი.
ისეთი დიდი და ლურჯი, რომ თვალები მიჭრელდებოდა,ჰაერში პატარა თეთრი წერტილები დაქროდნენ სწრაფ-სწრაფად და ქაოტურად.
რაღაც საშინლად ლამაზი სანახაობა იყო.
ისევ ვიწექი.
ამ დროს თბილისში ძაან ცხელოდა,თან შუადღე იყო,სული მეხუთებოდა მარა ისე კარგად ვიწექი და ისე გემრიელად ვაბოლობდი რომ არაკაცი ვიქნებოდი რომ ავმდგარიყავი…თან ეს ცა!
რაღაც ძაან ლურჯი იყო..თან მზით განათებული…უღრუბლო საერთოდ.
ისევ ვიწექი…
გვერდზე ძმაკაცი მეწვა,ეძინა..
და ეს ძილის ხმები,ჩუმი დამამშვიდებელი სასტიკად მოქმედებდა დანარჩენ ყველაფერზე და უბრალდო მაბავდა ერთ ადგილზე…
ასე მეგონა რო ავმდგარიყავი ძაან დიდი ნაბიჭვარი ვიქნებოდი…
ვუყურებდი ცაზე გამოკიდებულ პატარა მოუსვენარ წერტილებს და ეს უკვე ჰიპნოზივით მოქმედებდა…
ნელნელა თვალებიც დამეხუჭა და ძალიან ღრმად გადავეშვი…არა კიარ გადავეშვი ჩავეშვი…ნელა,ნელა და ღრმად…
სიჩუმეში…სიბნელეში.
სიგრილეში…
აღარ მცხელოდა უკვე…
საერთოდ მოვეშვი..
არ წამოსულა ათიათასი აზრი,არ გამხსენებია ათიათასი კადრი, არც არავის ხმა არ მესმოდა..უბრალოდ ქვევით და ქვევით მივდიოდი…
ყურებში თითქოს ქარის ქროლვა მესმოდა…
არა ქარის კიარა..სიოს..უფრო ზუსტად..უდაბნოში რო უბერავს,გამხმარ ბუჩქებს რო აგორავებს…
ესეც ხომ სიჩუმის იყო…
ამ უდაბნოში გავჩნდი…ღამით,სიგრილეში..გვალვისგან დახეთქილ მიწაზე,ირგვლივ კაქტუსებით…ვარსკვლავებით მოჭედილი ცით…გალაქტიკებიც კი რომ ჩანს,წითელი და ვარდისფერი ვარსკვლავებით…გადაჭედილი, გადაძეძგილი.
ვიწექი ისევ…
და ისევ ცას ვუყურებდი…ოღონდ ეხლა უკვე ცხელ მიწაზე ვიწექი და ღამის ცას ვუყურებდი…
მოფუსფუსე ვარსკვლავები ერთ ადგილზე იყვნენ უკვე გაჩერებულები და უაზროდ ლამაზად ანათებდნენ…
და მთვარე…უზარმაზარი და ვერცხლისფერი…ისე ძალიან აჭერდნენ რომ გარშემო ჩამონგრეული ყავისფერი კლდეების,კაქტუესბის და პატარა ბუჩქების სილუეტს გაარჩევდი….
სიო უბერავდა…
ეხლა უკვე მარტო ვიყავი…
და ვიწექი ისევ…
და გაღვიძება არ მინდოდა…
ასე მინდოდა ვყოფილიყავი კიდევ…და კიდევ…
და კიდევ…

Recent Comments